ეველინ ფარკასი

გიგა ბოკერია: საქართველოს მართვის მოდელი ავტორიტარული ქვეყნების აღსაწერ ეპითეტად იქცა

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნის მოადგილის, ეველინ ფარკასის ნათქვამს ეხმაურება, რომ ვლადიმირ პუტინის მომავალი ბიძინა ივანიშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას გავს.

"საქართველოს დღევანდელი მართვის მოდელი იქცა ზედსართავ სახელად, ანუ ეპითეტად ავტორიტარული და ძალიან სამარცხვინო განვითარების ქვეყნების აღსაწერად, იმიტომ რომ პუტინის მოდელი რაც შესაძლოა იყოს, იმის აღსაწერად გამოიყენება ივანიშვილის მართვის მოდელი.

თუ ხდები მაგალითი იმისი, როგორ წაიყვანს საქმეს პუტინი, უხეში პერიფრაზი რომ გავაკეთო - პუტინისთვის მაგალითი არის ივანიშვილი როგორ მართავს ამ არანორმალური თვალსაზრისით, ეს არის მავნებლობა და ზიანის მოტანა საქართველოსთვის", - თქვა ბოკერიამ.

ეველიმ ფარკასიმ CNN-ის ეთერში კრისტიან ამანპურთან თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი მომავალში რუსეთის მართვას კულისებიდან გააგრძელებს, ისევე როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი შვება.

ეველინ ფარკასი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, 2012-2015 წლებში, თავდაცვის მდივნის მოადგილე იყო რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში.

კომენტარები