საპარლამენტო უმრავლესობა

ვოლსკი ევროპარლამენტარების კრიტიკაზე: იგივე რიტორიკაა, რაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი, ტელეკომპანია პირველის ეთერში ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას გამოეხმაურა. 

ვოლსკის თქმით, ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა და ევროპარლამენტარების რიტორიკა ნაციონალური მოძრაობის იდენტურია.

"პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ არაფერი მოულოდნელი ამაში არ არის, ზუსტად იგივე რიტორიკაა, რაც აქვს ნაციონალურ მოძრაობას და მნიშვნელოვანწილად თქვენც. სახალხო პარტია და ნაციონალური მოძრაობა და ევროპის სახალხო პარტია ეს ერთი პოლიტიკური ძალაა და ამ შეკითხვებში არც გასაკვირი და არც გასაღიზიანებელი არაფერი არაა"

გია ვოლსკის თქმით, ქართული ოცნების წევრების შესაძლებლობები ფორმატით იყო შეზღუდული და ხელისუფლების წარმომადგენლებს კრიტიკაზე პასუხის გაცემის საშუალება არ ჰქონდათ.

დღეს, ბრიუსელში გამართულ ევროპარლამენტის პირველ სხდომაზე რამდენიმე ევროპარლამენტარმა ქართული ოცნების ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა. ევროპელი დეპუტატების კრიტიკა პოლიტიკური ოპონენტების დევნას, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას და არაფორმალურ მმართველობას შეეხობდა.

კომენტარები