ცნობილი ადამიანები

"იმედი მაქვს ფანები ჩემთან არიან" - ოზი ოსბორნს პარკინსონის დაავადება აქვს

NBC News

71 წლის მუსიკოსმა, ოზი ოსბორნმა, გადაცემა Good Morning America-ში თქვა, რომ პარკინსონის დაავადება აქვს.

მუსიკოსის თქმით, მან დიაგოზნის შესახებ გასულ თებერვალს გაიგო, მას შემდეგ რაც თითქმის მომაკვდინებელი ინფექცია დაეწყო და ნერვულ სისტემაზე პრობლემები შეექმნა. დიაგნოზის დასმის შემდეგ ოზი ოსბორნმა მედიკამენტებით მკურნალობა დაიწყო.

"აღმოვაჩინე, რომ მაქვს სუსტი ფორმა...რისი? PRKN 2, რომელიც პარკინსონის დაავადების ერთ-ერთი ფორმაა. ძალიან ბევრი რთული ფორმა არსებობს პარკინსონის. არც ერთ წარმოდგენაში არ არის ეს დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენი, მაგრამ ის გავლენას ახდენს ნერვებზე სხეულში. ეს გავს იმას, რომ გაქვს კარგი დღე, შემდეგ კიდევ კარგი დღე და შემდეგ ძალიან ცუდი დღე", - თქვა ოზი ოსბორნმა.

მუსიკოსის თქმით, მას ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრნაირი სიმპტომი ჰქონდა და არ იცის ყველა მათგანი პარკინსონის დაავადებამ გამოიწვია თუ არა.

"ჩემი ფეხები ცივდება, არ ვიცი ეს პარკინსონისგან თუ არის გამოწვეული, მაგრამ ეს პრობლემაა. მათ ნერვები გამიჭრეს, როდესაც ოპერაცია გამიკეთეს. არასდროს გამეგო ნერვების ტკივილის შესახებ და ეს უცნაური შეგრძნება იყო", - თქვა ოზი ოსბორნმა.

მისივე თქმით, მას თავისი ფანები სჭირდება და ისინი მის "ჰაერს" შეადარა.

"ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, რადგან ვთქვი, რომ პარკინსონის დაავადება მაქვს. იმედი მაქვს, ჩემი ფანები ჩემთან იქნებიან, რადგან მე მჭირდებიან ისინი", - თქვა ოზი ოსბორნმა.

გადაცემაში ოზი ოსბორნის ცოლმა შერონმაც ისაუბრა. მისი თქმით, მუკოსი აპრილში შვეიცარიაში პროფესორის სანახავად მიდის, რომელიც ხალხს იმუნური სისტემის გაუმჯობესებაში ეხმარება.

"ჩვენ წავალთ ყველგან, სადაც პასუხებს მოვძებნით. იღბლიანები ვართ, რომ ამის საშუალება გვაქვს", - თქვა შერონმა.

კომენტარები