ჩინური კორონავირუსი

აშშ-ში ჩინური კონორავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ამერიკული ტელეკომპანია СNN-ის ცნობით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი უახლოეს დღეებში ჩინური კონორავირუსის გავრცელების შესახებ პირველ განცხადებას გაავრცელებს. 

გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, შემთხვევა ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა. ჯერჯერობით უცნობია, გავრცელდა თუ არა ვირუსი სხვა ადამიანებზე. გამოცემის ინფორმაციით დაავადებული ცოტა ხნის წინ ჩინეთში იმყოფებოდა. 

უცნობი კონორავირუსის გახშირებული შემთხვევები ჩინეთში დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით უცნობი დაავადებით 300-ზე მეტი ადამიანი დაავადდა, ხოლო 6 მათგანი გარდაიცვალა. წინა დღეებში ჩინეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ვირუსი გადამდებია. 

უცნობი დაავადების გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდში და ტაივანში. ვირუსი მაღალ ციებ-ცხელებას და პნევმონიას იწვევს. 

ახალ დაავადებასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სპეციალური რეკომენდაციები უკვე გაავრცელა. WHO მსოფლიოს მოსახლეობას ურჩევს, მოერიდონ ფიზიკურ კონტაქტს სიცხიან ადამიანთან, ცემინებისას დაიფარონ ცხვირი და პირი. 

კომენტარები