საქართველოში 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთიდან სამხრეთით, 14 კმ-ში, სოფელ ხინოსთან დაფიქსირდა.
ტაბულა საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდა, მათი ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.