სპარის კონსულტანტი, რომელიც მომხმარებელმა დაჭრა, გარდაიცვალა

სპარის კონსულტანტი, რომელიც მომხმარებელმა დაჭრა, კლინიკაში გარდაიცვალა.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ტაბულას უთხრეს, რომ პაციენტი შემთხვევის დღიდან, 30 დეკემბრიდან კლინიკაში იმყოფებოდა.

"მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა, ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ გადაგვერჩინა, მაგრამ ვერ გადავარჩიეთ. სამედიცინო ექსპერტიზაზეა გადაყვანილი, მიმდინარეობს გამოძიება", - ამბობს კლინიკის დირექტორი, მაია მახარაშვილი.

კოსტავას ქუჩაზე, სუპერმარკეტ სპარში მომხმარებელი კონსულტანტს თავს 2019 წლის 30 დეკემბერს დაესხა. შსს-ის ცნობით, თავდამსხმელმა კონსულტანტს თავში ფილა ან მსგავსი საგანი ჩაარტყა. თავდამსხმელი დაკავებულია. მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით გრძელდება.

კომენტარები