სირცხვილია

"ბიძინას ბოსტანი" - აქტივისტებმა პარლამენტთან მერიის ღობეზე წარწერა გააკეთეს

სირცხვილია

მოძრაობამ "სირცხვილია" პარლამენტის წინ მერიის მიერ დამონტაჟებულ ღობეზე წარწერა გააკეთა.

"ბიძინას ბოსტანი" - აწერია რკინის ღობეზე მიმაგრებულ მწვანე ქსოვილს.

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში აქციები იმართებოდა, შემდეგ კი მერიამ კარვები აიღო და ატრაქციონები ჩადგა, დღეს დილიდან შემოღობილია.

კახა კალაძის ინფორმაციით, იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება და იქნება "ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები, იქნება გამწვანებითი სამუშაოები". კალაძეს არ დაუკონკრეტებია, როდის დასრულდება სამუშაოები პარლამენტთან.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებასთან ერთად, პიკეტების განახლება დააანონსა.

კომენტარები