თბილისის მერიის ცნობით, 23 ნოემბრიდან შემდეგ მარშრუტებს ახალი, 8 მეტრიანი "ისუზუს" მარკის ავტობუსები მოემსახურება:
- N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრო რაიონი
- N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“
- N62 - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება
- N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - გლდანულა
ორშაბათს, 27 იანვარს ახალი ავტობუსები კიდევ ოთხ ხაზს დაემატება, ესენია:
- N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი
- N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანი
- N60 - გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე“
- N99 - მეტროსადგური „დელისი“ - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი
გასულ წელს თბილისის მერიამ ისუზუს მარკის 220, ხოლო MAN-ის 60 ავტობუსი შეიძინა. როგორც მერიაში ამბობენ, 2020 წელს ყვითელი "ბოგდანების" ჩანაცვლება სრულად იგეგმება.