თბილისის მერია

"პარლამენტი ოკუპირებულია" - აქტივისტებმა პარლამენტთან მერიის ღობეს მავთულხლართი შემოავლეს

მთავარი

სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებმა პარლამენტის წინ თბილისის მერიის მიერ დამონტაჯებულ ღობეს მავთულხლართი შემოავლეს.

"გაბედეს" აქტივისტების თქმით, მავთულხლართები არის "სიმბოლო იმ ოკუპაციის, რასაც ახდენენ კალაძე და ივანიშვილი."

აქტივისტების თქმით, პარლამენტის წინ ღობის დამონტაჟების მიუხედავად, აქციები მაინც გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში აქციები იმართებოდა, შემდეგ კი მერიამ კარვები აიღო და ატრაქციონები ჩადგა, დღეს დილიდან შემოღობილია.

კახა კალაძის ინფორმაციით, იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება და იქნება "ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები, იქნება გამწვანებითი სამუშაოები". კალაძეს არ დაუკონკრეტებია, როდის დასრულდება სამუშაოები პარლამენტთან.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებასთან ერთად, პიკეტების განახლება დააანონსა.

კომენტარები