31 დეკემბერს დაკავებულები

31 დეკემბერს დაკავებულთაგან 1-ს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, 4-ის მიმართ დევნა შეწყდა

ტაბულა

31 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქტივისტებიდან ერთ-ერთს, ზური მჟავანაძეს მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა სიტყვიერი შენიშვნა მისცა, მონა-ს პირისპირ დაძახებისთვის.

სხვა აქტივისტების - ბექა კოკაიას, გიორგი მუმლაძის, ზურაბ ბერძენიშვილის და ლაშა ბურდულის მიმართ ადმინისტრაციული დევნა შეწყდა.

აქტივისტები 31 დეკემბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და თორნიკე მამალაძის კარვების აღება და მათ ნაცვლად საახალწლო ატრაქციონების გაშლა გააპროტესტეს.

დაკავებულების ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ თქვა, რომ ხუთივე დაკავებულის წინააღმდეგ მტკიცებულებად სამართალდარღვევის ერთნაირი ტექსტებით შედგენილი ოქმებია წარმოდგენილი, რაც აჩენს ეჭვს, რომ ყველა შემთხვევაში ერთი ტექსტის გადაწერა მოხდა.

კომენტარები