რუსეთი

რუსეთის ახალი კულტურის მინისტრი: ვერ ვიტან ბალეტს, კლასიკურ მუსიკას, გამოფენებს, თეატრს

რუსეთის ახალი კულტურის მინისტრი ოლღა ლიუბიმოვა ვერ იტანს ბალეტს, კლასიკურ მუსიკას, გამოფენებს, თეატრს. მას არ ესმის სამოქალაქო საზოგადოების დანიშნულების არსი და ასევე ღიად წერს, თუ როგორ ხშირად ცრუობს.

ინფორმაციას ამის შესახებ The Insider ლიუბიმოვას მიერ სოციალურ ქსელ LiveJournal-ზე 2008 წლის დეკემბერში პირად გვერდზე დაწერილ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"საშინლად შემეშინდა. მეგობარმა მითხრა კლასიკური მუსიკის კონცერტზე მას შვილთან ერთად გავყოლოდი და მივხვდი, რომ თავს, უბრალოდ, ვერ ვაიძულებ... ამ თემაზე სერიოზულად დავიწყე ფიქრი. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მე კულტურის ადამიანი არ ვარ," - დაწერა ლიუბიმოვამ

რუსეთის კულტურის ახალი მინისტრი წერს, რომ ვერ იტანს მუზეუმებს, გამოფენებს, ბალეტს, კლასიკურ მუსიკას. მისთვის "ჯოჯოხეთია" ადამიანების ხსოვნის საღამოებზე დასწრება და არ შეუძლია მიტინგებზე მონაწილეობის მიღება.

"მე დრამატულ თეატრში სპექტაკლზე მხოლოდ იმ პირობით დავდივარ, თუ არაერთი პატივცემული ადამიანმა შეაქებს მას... პარიზში ვიყავი, თუმცა ლუვრში არ შევსულვარ... მე არ მსურს ჩემი თვალით ვნახო მონა ლიზა".

ლიუბიმოვა ასევე წერს, რომ დიდი ბრიტანეთის ეროვნული გალერეისა და ათეულობით ევროპული, თუ რუსული მუზეუმების დათვალიერებაში მან დრო დაკარგა. 

2010 წელს მან სამოქალაქო საზოგადოებაზე დაწერა პოსტი. ლიუბიმოვა წერდა, რომ მას არ ესმის, რა არის სამოქალაქო საზოგადოება, ვინ არიან ეს ადამიანები, ან როგორი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება: 

"მე მინდოდა აბსოლუტურად სერიოზულად მეკითხა: რის მიღწევას ცდილობთ? გჯერათ, რომ თქვენ მოგისმენენ? მე დიდი ხანია, ფსიქოლოგის რჩევით ვსარგებლობ. ვცხოვრობ რუსეთში, ქალაქ მოსკოვში. გაუპატიურების მსხვერპლის დანაბარების პრინციპით: ზურგზე დაწექი, გაშალე ფეხები, ღრმად ჩაისუნთქე და შეეცადე გაერთო". 

2009 წლის ოქტომბერში, ლუბიმოვამ მის ტყუილებს ერთი პოსტი მიუძღვნა:

"მე ხშირად ვცრუობ, ამიტომ ტყუილის ორი ვარიანტი მაქვს: პირველი - ოფიციალურად ვცრუობ, რადგან არ მაინტერესებს ისინი, ვისაც ვატყუებ. თქვენ იცით, რომ მე ვტყუი და მე ეს ვიცი. მაგრამ, ჩვენ სახეს ვიყენებთ და ყველაფერს ვაგრძელებთ. ისევე, როგორც მედვედევი მინისტრებთან შეხვედრებზე, ეს ასეა. მეორე - ვცრუობ და ვიჯერებ, თუ რამდენად სწორად წარმოვადგინე ყველაფერი". 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა. ვლადიმირ პუტინმა, რუსეთის ახალი მთავრობა დაამტკიცა, რომელიც, მისი თქმით, ახალ სახეებს შემოიყვანს პოლიტიკურ ასპარეზზე.

მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა კულტურის ახალი მინისტრის ოლღა ლიუბიმოვას სურათი, სადაც მის მაისურზე ვკითხულობთ შემდეგ წარწერას - "ვინ ხართ? რა გინდათ? მე თქვენ არ გიცნობთ. ჯანდაბამდე გზა გქონიათ".

ოლღა ლიუბიმოვა წარსულში კულტურის სამინისტროს კინემატოგრაფიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2016 წლიდან ლიუბიმოვა იკავებდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის "Первый канал" სოციალური და ჟურნალისტური პროგრამების დირექტორის მოადგილის პოსტს. მან მიიღო მონაწილეობა 80-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის შექმნაში, რაც რუსულ სახელმწიფო ტელევიზიაში "Россия 1" და "Первый канал"-ზე გავიდა. ლიუბიმოვა ასევე არის რამდენიმე დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი, მათ შორის "პატრიარქის გზა", "ომი და მითები" და ა.შ.

კომენტარები