სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ზურაბიშვილს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ​პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა.

პრეზიდენტს ჯილდო იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ 22 იანვარს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, რომ ზურაბიშვილმა და პატრიარქმა ქართველი მეცნიერების შესახებ იმსჯელეს და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და პრეზიდენტი მათ საქმიანობას პატრონაჟს გაუწევს.
 
"აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო," - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.

ზურაბიშვილმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი აჩუქა. პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქი მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში წარუძღვა, სადაც მათ სიწმინდეები მოილოცეს.

კომენტარები