რუსეთი

პუტინი: რუსეთი ძლიერი საპრეზიდენტო რესპუბლიკა უნდა იყოს

Aleksey Nikolskyi

გასულ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის ინიციატივა გამოვიდა, თუმცა 22 იანვარს თქვა, რომ რუსეთი ძლიერი საპრეზიდენტო რესპუბლიკა უნდა იყოს. 

ამით მან დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც 2024 წლის შემდეგ, როდესაც მას საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა ამოეწურებოდა, ძალაუფლების გადაცემის სავარაუდო გარდამავალ პერიოდს ეხებოდა. 

"ცხადია, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ძლიერი საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ეს უპირველესი რამაა. ჩვენ ძალიან ბევრი ეთნიკური ჯგუფი, ეროვნება, ცხოვრების სტილი გვაქვს. პრაქტიკულად შეუძლებელია საპარლამენტო რესპუბლიკის ჩარჩოში ინტეგრაცია," - თქვა პუტინმა.

საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის ინიციატივა, სადაც ძირითადი ძალაუფლება პრემიერმინისტრს ექნება, საერთაშორის ექსპერტებმა შეაფასეს როგორც პუტინის მცდელობა, მეოთხე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ შეინარჩუნოს ძალაუფლება. 

რუსეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რას აპირებს 2024 წლის შემდეგ, თუმცა რუსეთის კონსტიტუცია ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრის უფლებას მას არ მისცემს, შესაბამისად, სავარაუდო იყო, რომ მას საკონსტიტუციო ცვლილებები მოეთხოვა. 

ამ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ 15 იანვარს რუსეთის მთავრობა პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით გადადგა. მათ ნაცვლად 22 იანვარს პუტინმა რუსეთის ახალი მთავრობა დაამტკიცა, მათ შორის ახალი პრემიერმინისტრი მიხაილ მიშუსტინი. 

კომენტარები