საარჩევნო სისტემა

წულუკიანი: ოპოზიცია ან დაგვთანხმდება, ან მოუწევს, გამოიგლოვოს თავისი პროპორციული

0 კომენტარი
ფოტო: POS TV

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ თუკი ოპოზიცია არ დათანხმდება მმართველი გუნდის ბოლო შეთავაზებულ საარჩევნო სისტემას, მათ მოუწევთ, პროპორციული საარჩევნო სისტემის "გამოგლოვება". 

"[მოლაპარაკებები] ან შედეგით დასრულდება და ისინი ჩვენს შემოთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და ბოლომდე იქნებიან მოქმედი მოდელის ფარგლებში და მოუწევთ, რომ ერთი ცნობილი ფილმისა არ იყოს, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული, უბარიერო სისტემა და ამ მოდელის ფარგლებში დაიწყონ არჩევნებისთვის მომზადება,"- ამბობს თეა წულუკიანი POSTV-ის ეთერში. 

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი კრიზისის გადასაჭრელად ხელისუფლება და ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით, 20 დეკემბერს ერთმანეთს მეოთხედ შეხვდა. მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას 100-50-ზე ბალანსი შესთავაზა, რაც პარლამენტში 100 დეპუტატის პროპორციული საარჩევნო წესით და 50 დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას გულისხმობს. 

მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი - მაჟორიტარული წესით. შესაბამისად, ქართულ ოცნებას ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება, საკონსტიტუციო უმრავლესობა კი მათ არ ჰყავთ. 

ქართული ოცნების მხრიდან ამ ვერსიის შეთავაზებამდე ოპოზიციას ხელისუფლებას ე.წ გერმანულ მოდელზე გადასვლა შესთავაზა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებას არ საჭიროებს და მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო კოდექსის კორექტირებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი ყველა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, იურისტები და კონსტიტუციონალისტები ერთხმად ამბობდნენ, რომ ე.წ გერმანული მოდელი კონსტიტუციურია, ქართულმა ოცნებამ ეს ინიციატივა არაკონსტიტუციურობის საბაბით არ გაიზიარა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები