პლანეტი უმდიდრესი ადამიანები

ჯეფ ბეზოსი კვლავ პლანეტის უმდიდრესი ადამიანია

bloomberg.com

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კვლავ პლანეტის უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ბეზოსმა პირველი ადგილი 18 იანვარს, ბერნარ არნოს დაუთმო, თუმცა, მხოლოდ სამი დღით.

Forbes-ის რეიტინგი რეალური დროის რეჟიმში იცვლება. ბოლო ორი სავაჭრო დღის განმავლობაში Amazon-ის აქციებზე ფასი იზრდებოდა, შედეგად, ბოლო მონაცემებით, ბეზოსის ქონებამ 115,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო არნოს - 112,9 მილიარდი.

ბოლო დღეებში არნოს მთავარ აქტივზე, პრემიუმ ბრენდების ჰოლდინგ LVMH-ის აქციების ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზი კი ჩინეთში ახალი კონორავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობაა, ჩინეთის ბაზრის წილი არნოს კომპანიის გაყიდვებში კი საკმაოდ მაღალია. 

18 იანვრის შემდეგ, არნოს ქონება დაახლოებით 5 მილიარდი დოლარით შემცირდა. ბოლო წლები ბერნარ არნოსთვის ძალიან იღბლიანი გამოდგა. 2019 წელს არნო გახდა მესამე ადამიანი, რომლის ქონებამაც 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. წინა წელს არნოს პირადი ქონება 36 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

არნოს ჰოლდინგში გაერთიანებულია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Tiffany & Co, Christian Dior, Louis Vuitton და Hennessy

სიის მესამე ადგილს 110,4 მილიარდი დოლარით კვლავაც, Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი იკავებს. მეოთხე ადგილზე, 90,1 მილიარდი დოლარით მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ინვესტორი, უორენ ბაფეტია. 

ლიდერთა ხუთეულს 81.6 მილიარდი დოლარით Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ზაკერბერგი ხურავს.

კომენტარები