ცნობილი ადამიანები

კაილი ჯენერი: ჩემს თავს ოთხი შვილით ვხედავ

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

კაილი ჯენერმა ვიდეოში "Get Ready With Us", სადაც ის თავის დას კიმ კარდაშიანს მაკიაჟს უკეთებს, ფანების მიერ დასმულ კითხვებს პასუხები გასცა.

ერთ-ერთი კითხვა ბავშვებს ეხებოდა - ფანი კაილი ჯენერს ეკითხებოდა, ოდესმე თუ აპირებდა კიმ კარდაშიანივით ოთხი შვილის ყოლას.

"დიახ, ჩემს თავს ოთხი შვილით ვხედავ", - უპასუხა კაილი ჯენერმა.

22 წლის მილიარდერს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შვილი სტორმი ჰყავს. მას ბავშვი თავისი ყოფილი შეყვარებულისგან, ჰიპ-ჰოპ არტისტი ტრევის სკოტისგან ჰყავს გაჩენილი.

"არ მაქვს ამის [შვილების გაჩენის] ვადები. არ ვიცი, ოთხი შვილის ყოლას ხვალ ვაპირებ თუ ამას შვიდ წელიწადში ვაპირებ", - თქვა კაილი ჯენერმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კაილი ჯენერი საჯაროდ ამბობს, რომ მას მომავალში ბევრი ბავშვი სურს. გასულ ოქტომბერს, მან ფანის შეკითხვას, რამდენი ბავშვი სურდა მომავალში, პასუხი შემდეგნაირად გასცა:

"ვერ ვიცდი, რომ უფრო მეტი ბავშვი მყავდეს. თუმცა, ჯერ ამისთვის მზად არ ვარ".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები