NDI-ის კვლევა

თორნტონი: ვინც თავს ესხმის NDI-ის და CRRC-ის, ფაქტებზე აცრილია

NDI-ის საქართველოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევის მიმართ კრიტიკას ეხმაურება.

კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, რეიტინგმა აპრილის შემდგომ დაიწია. მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მათი ლიდერები შედეგებს არ ეთანხმებიან და NDI-ის ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობასა და შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

ლორა თორნტონი წერს: 

"როგორც უკვე ვთქვი, ძალიან არასწორია არჩევნების შედეგების შედარება გამოკითხვის შედეგებთან. არჩევნების შედეგები იმ ადამიანებს მოიცავს, ვინც ხმა მისცა, კვლევა - სრულწლოვანი ადამიანების გამოკითხვაზე დამყარებული ინფორმაცია. მეტიცც, NDI არ არის პარტია ან პარტიისთვის მომუშავე ორგანიზაცია. ჩვენ არ ვიყენებთ ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიც არის გადაუწყვეტელი ადამიანების ალოკაცია და სხვა. ჩვენთვის საკმარისია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი.

ჩვენ ასევე არ ვიკვლევთ სავარაუდო ამომრჩეველთა რაოდენობას, რასაც პარტიისთვის არჩევნების შესახებ აზრის მკვლევარი ორგანიზაცია გააკეთებდა.

ჩვენ გვსურს, ვიცოდეთ, რას ფიქრობს ყველა ადამიანი, ვინაიდან ჩვენი მიზანია, პოლიტიკოსები წავახალისოთ, ყველა მოქალაქის მიმართ იყვნენ პასუხისმგებლიანები, არა მხოლოდ ამომრჩევლების მიმართ.

ასეა თუ ისე, ეს არ არის მნიშვნელოვანი არავისთვის, ვინც თავს ესხმის NDI-ის ან CRRC-ის, რათა თავი თავიანთი სისუსტეებისგან და კომპლექსებისგან დაიცვან. მათ მიზეზებსა და ფაქტებზე აცრილია".

კომენტარები