ილია მეორე

პატრიარქმა კლინიკა დატოვა

პატრიარქი ილია მეორე
საპატრიარქო

საქართველოს პარტიარქმა, ილია მეორემ, ბათუმის კლინიკა "მედინა" დატოვა.

ტაბულას პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ, ეს ინფორმაცია დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ილია მეორეს გეგმიური გამოკვლევების ნაწილი ჩაუტარდა, რომელსაც პატრიარქი წელიწადში ერთხელ იტარებს.

"ასე ძალიან გაინტერესებთ მისი ჯანმრთელობა ხომ? გამოკვლევაზე იყო წასული, გამოიკვლიეს და წამოვიდა. ეს იყო გეგმიური გამოკვლევის პატარა, მცირე ნაწილი. წელიწადში ერთხელ ამას ვაკეთებთ", - ამბობს ცისანა შარტავა ტაბულასთან საუბარში.

ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა დღეს გახდა ცნობილი.

თუმცა, გუშინ ტაბულას ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, რომ ილია მეორე შეუძლოდ გახდა.

საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტაბულასთან საუბარში პატრიარქის შეუძლოდ გახდომა გუშინვე უარყო.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დღესაც არ იყო ინფორმირებული პატრიარქის კლინიკაში გადაყვანის შესახებ.

კომენტარები