თბილისის ქუჩები, რომლებსაც 24 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 24 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I მიკრორაიონების, აკაკი ვასაძის, ხიზანიშვილის და მოსულიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის, ილურიძის, ბეჟანიშვილის, დიდი-ჯიხაიშის, ქართლის, ლომთათიძის, თმოგვის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევის, კოკინაკის, სვერის, ჯავის, ზედაზენის, ღოღობერიძის, ცოტნე დადიანის და ოქტომბრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, აბესაძის, აბოვიანის, აბო-თბილელის, გრიგოლ ხანძთელის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები