კობახიძე: ნაციონალებს უჭირთ რამდენიმე ევროპარლამენტარზე მეტის მობილიზება მხარდაჭერისთვის

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც 21 იანვარს, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მოსმენაზე საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს, ნაციონალური მოძრაობის მიერ არიან მობილიზებული.

"ნაციონალებს აქვთ მათ შორის EPP-სთან ურთიერთობა, მაგრამ ამის მიუხედავადაც ნაციონალურ მოძრაობას უჭირს რამდენიმე ევროპარლამენტარზე მეტის მობილიზება თავის მხარდასაჭერად. ეს არის რეალობა, იმიტომ, რომ რეალურად ევროპარლამენტარები კარაგდ ხედავენ ყველაფერს და ნაცმოძრაობის მხარდაჭერა შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარით",-თქვა კობახიძემ.  

2019 წლის 9 დეკემბერს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე და სამართლიანი სასამართლო სისტემის აუცილებლობაზე არაერთმა ევროპელმა პარლამენტარმა გააკეთა აქცენტი. მათ შორის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან.

კუბილიუსმა ასევე აღნიშნა, რომ მათ აქვთ 87 ადამიანისგან შემდგარი სია, რომელიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ საპროტესტო დემონსტრაციებზე მათი აქტივობის გამო.

21 იანვარს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მოსმენაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. ევროპარლამენტარებმა მმართველი გუნდი ოპოზიციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმების გამო გააკრიტიკეს. ასევე, შენიშვნები შეეხო ოპოზიციის წევრების მიმართ სამართლებრივ დევნას და რუსეთის "გათამამებას, გააგრძელოს დესტრუქციული გზა".

ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებები ევროპარლამენტარებმა ევროპის სახალხო პარტიიდან, მწვანეთა პარტიიდან, ასევე სოციალ-დემოკრატების ფრაქციიდან.

კომენტარები