ვლადიმირ პუტინი

პუტინი ჩინეთს, აშშ-ს, საფრანგეთს და ბრიტანეთს 2020 წელს სამიტის ჩატარებას სთავაზობს

ვლადიმერ პუტინი
The New Yorker

ვლადიმირ პუტინი გლობალურ პრობლემებზე სამსჯელოდ რუსეთის, ჩინეთის, აშშ-ს, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან 2020 წელს საერთაშორისო სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ისრაელში ვიზიტისას ისაუბრა. პუტინის თქმით, რუსეთი "მზადაა სერიოზული დიალოგისთვის" გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან.

"მრავალი ამოცანაა ჩვენს წინაშე. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ბერლინში განვიხილეთ - ესაა ლიბია. აღნიშნულ პრობლემას გაეროს უშიშროების საბჭოზე უნდა დავუბრუნდეთ და მოსაგვარებლად გზა გამოვნახოთ", - თქვა პუტინმა.

პუტინმა ამის შესახებ ისრაელში, აუშვიცის გათავისუფლების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ასეთი სამიტის ჩატარება "წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება".

კომენტარები