ჰარვი ვაინშტაინის საქმე

სერიალის The Sopranos მსახიობმა მოჰყვა, როგორ იძალადა მასზე ჰარვი ვაინშტაინმა

EW

სერიალის "სოპრანოს კლანი" მსახიობმა ანაბელა შორამ ნიუ-იორკის სასამრთლოში მოჰყვა, თუ როგორ იძალადა მასზე ჰარვი ვაინშტაინმა. პროდიუსერი ყველა ბრალდებას უარყოფდა.

შორას თქმით. პროდიუსერმა ის 1993 წლის ბოლოს ან 1994 წლის დასაწყისში გააუპატიურა. ვაინშტაინი ავიდა მასთან ბინაში დილის ათ სააათზე, შემდეგ ლოგინზე ძალით დააგდო. 

" მე ვურტყამდი, წიხლებს ვირტყმევინებოდი...მან ხელები თავს ზემოთ დამიჭირა ზემოდან გადმომაწვა და გამაუპატიურა." მას შემდეგ რაც ვაინშტაინი დაკმაყოფილდა, მან მსახიობთან ორალური სექსით დაკავება გადაწყვიტა და უთხრა, "ეს შენთვისაა".

მსახიობმა თქვა, რომ ამ ფაქტის შემდეგ მას არ უნდოდა ვინმეს მომხდარის შესახებ სცოდნოდა. ის ბევრს სვამდა და მხოლოდ 2017 წელს გადაწყვიტა ამბის მოყოლა. ასევე მან აღნიშნა, რომ გაუპატიურების შემდეგ იყო კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც კანის ფესტივალზე, შუაღამისას ვაინშტაინი მის ოთახთან მხოლოდ თეთრეულში იდგა და ერთ ხელში ბავშვის ზეთი ეჭირა, მეორეში კი სკოჩი. მსახიობმა ყველა შესაძლო ხერხით დახმარება გამოიძახა და ვაინშტაინი იძულებული იყო გამქრალიყო. ასევე, გაუპატიურებამდე ვაინშტაინმა მას გაუგზავნა შოკოლადის პენისების ყუთი, პოპკორნი და ვალიუმი. 

ვაინშტაინს სექსუალური შევიწროებისთვისა და გაუპატიურებისთვის, შესაძლებელია ციხეში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. პროდიუსერი ყველა დანაშაულს უარყოფს. 

კომენტარები