სუდანის ზოოპარკის ლომები

სუდანის ზოოპარკიდან ნაშიმშილები ლომების სურათები გავრცელდა

0 კომენტარი
ფოტო: Time.com

რამდენიმე დღის წინ, სუდანის ქალაქ ხარტუმის ზოოპარკიდან ნაშიმშილები ლომების სურათები გავრცელდა, რომლებიც ძალიან გამხდრები არიან და სურათებშიც კი მათი ყველა ძვალი მარტივად შესამჩნევია.

ნაშიმშილები ცხოველების ფოტოები სუდანის ცხოველთა დაცვის აქტივისტმა, ოსმან სალიჰმა ფეისბუქით გაავრცელა. ის წერს, რომ ლომების ამ მდგომარეობაში ნახვამ შოკში ჩააგდო.

ამჟამად, ხარტუმის ზოოპარკში სამი ლომი არის დარჩენილი, მათ შორის ერთი მდედრობითი სქესის. დანარჩენი ცხოველები და მათ შორის ლომები ან შიმშილისგან მოკვდნენ, ან გადასარჩენად მათი ევაკუცია გახდა საჭირო.

ზოოპარკის თანაშრომლებისთვის ცხოველებისთვის საჭმლის მიცემა დიდ სირთულეს წარმოადგენს - მათ არ აქვთ ამის შესაძლებლობა.

"ეს ნამდვილად დანაშაულია, ვიღაც უნდა იყოს პასუხისმგებელი", - ამბობს კიდევ ერთი ცხოველთა დაცვის აქტივსტი.

ნაშიმშილები ლომების ფოტოების სოციალურ ქსელებში გავრცელებამ საერთაშორისო დაინტერესება გამოიწვია - ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებმა კამპანია დაიწყეს, რათა გადაარჩინონ სამი მოშიმშილე ლომი და ამისთვის ისინი ფულს ურიცხავენ ხარტუმის ზოოპარკს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები