ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტი გამოტყდა, რომ კვებითი აშლილობით იტანჯებოდა

ტეილორ სვიფტმა თავის დოკუმენტურ ფილმში Miss Americana აღნიშნა, რომ კვებით აშლილობას ებრძოდა და ეს ბრძოლა წარმატებული აღმოჩნდა. 

სვიფტის თქმით, წარსულში ვიღაცამ უთხრა, რომ ფოტოზე დიდი მუცელი უჩანს ამიტომ  მომღერალმა შიმშილობა დაიწყო. გამოცემასთან Variety მომღერალმა ისაუბრა იმაზე, რომ როდესაც გადაწყვიტა, სხვებისთვის შიმშილობასა და საკუთარ კვებით აშლილობაზე ეამბო, თავს, რა თქმა უნდა, არაკომფორტულად გრძნობდა, თუმცა ეს აუცილებელი იყო მისთვის და მათთვის ვისაც მისი გამოცდილება პრობლემების დაძლევაში დაეხმარება. 

"მეგონა, რომ ამ თემაზე საუბრისას, რაღაც მომენტში ნერვიულობისგან შევწყვეტდი ლაპარაკს, გავქრებოდი, მაგრამ არა. ახლა ვხვდები, რომ როდესაც სწორად იკვებები საკმარისი ენერგია გაქვს და უმკლავდები ყველაფერს. პრობლემა ისაა, რომ თუ  გამხდარი ხარ, ადამიანები ამბობენ, რომ საკმარისად კარგი ტ*აკი არ გაქვს, მაგრამ თუ ისეთ წონაზე ადიხარ, რომ ტ*აკიც გქონდეს, მაშინ მუცელიც გაქვს, რისთვისაც გაკრიტიკებენ. ასეთი დამოკიდებულება სიძულვილის ერთგვარი სპირალია!" თქვა მომღერალმა. 

სვიფტის დოკუმეტური ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა.

კომენტარები