ჩოგბურთი

რაფაელ ნადალმა ბურთის მომწოდებელ გოგოს ლოყაზე კოცნით მოუბოდიშა [Video]

ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობისას შემთხვევით ბურთი ბურთის მომწოდებელ გოგონას მოარტყა. ნადალმა თამაში შეწყვიტა და გოგოსთან მივიდა. საბედნიეროდ, მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია. ნადალმა ანიტას კოცნით მოუბოდიშა, მოგვიანებით კი საკუთარ ინსტაგრამზე მასთან ერთად გადაღებული სელფი დადო და დაწერა, რომ ის კარგადაა და მისი ძმა და მშობლებიც გაიცნო.

კომენტარები