გოგი თოდაძე

რეჟისორი გოგი თოდაძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

kvira

ქართველი რეჟისორი გოგი თოდაძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

გოგი თოდაძე 1968 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა. მან დადგა ისეთი ცნობილი სპექტაკლები, როგორიცაა"ეზოში ავი ძაღლია" და „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“. იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი. ასევე დირექტორი თეატრალური სკოლისა "ბერიკები", საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 

გოგი თოდაძე მსოფლიოს მრავალი თეატრალური ფესტივალის მონაწილე და პრიზიორი (რუსეთი, გერმანია, ინდოეთი, იაპონია, კორეა, მონაკო) იყო. 

ტაბულას გუნდი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს

კომენტარები