ხაბეიშვილის ცემა

ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

0 კომენტარი

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია შსს-ში მიაწოდეს. 

თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, სცემეს. 

ენმ-ის საკრებულოს დეპუტატის, ლილე ლიპარტელიანის, თქმით, ჩხუბი ქართული ოცნების დეპუტატმა, თარაშ შურღაიამ, დაიწყო. ლიპარტელიანი ამბობს, რომ ამის მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მიერ კავკასიის ეთერში გაკეთებული განცხადებები გახდა, როდესაც ენმ-ის დეპუტატი საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობდა. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები