კვენტინ ტარანტინო

ტარანტინომ ახსნა, რატომ სურს, დაასრულოს თავისი კარიერა მეათე ფილმის შემდეგ

StudioBinder

რეჟისორი კვენტინ ტარანტინო გაესაუბრა გამოცემას Rolling Stone და განმარტა, რატომ სურს მეათე ფილმით თავისი კარიერის დასრულება. 

ტარანტინოს თქმით ის ძველი თაობის წარმომადგენელია, ხოლო რეჟისურა ახალგაზრდების საქმეა. ახლა მას უნდა, რომ დრო ლიტერატურას დაუთმოს და წიგნი დაწეროს. ასევე რეჟისორმა აღნიშნა, რომ ცოლთან და შვილთან ერთად მოგზაურობა და ახალ პროექტებზე მუშაობა არ სურს. 

შეგიძლიათ, ნახოთ ტარანტინოს სრული ინტერვიუ, რომელშიც რეჟისორმა თავის ბოლო ფილმზე Unce Upon A Time In Hollywood ისაუბრა და ბოლოსკენ California Dreamin-იც წაიმღერა. 

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=115&v=Ix-pp2EKLK8&feature=emb_logo]

 

 

კომენტარები