EMINEM

"ალბომი არ არის სუსტი გულის პატრონებისთვის" - ემინემი კრიტიკას პასუხობს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ემინემმა თავისი ახალი ალბომის Music to Be Murdered By-ს კრიტიკას განცხადებით უპასუხა, სადაც წერს, რომ ალბომი სუსტი გულის პატრონებისთვის არ არის.

ჰიპ-ჰოპ არტისტი უმთავრესად ალბომში შესული ტრეკის "Unaccommodating"-ის გამო გააკრიტიკეს, სადაც ის მანჩესტერში, არიანა გრანდეს კონცერტზე მომხდარ აფეთქებაზე რეპავს. კრიტიკის ავტორები თვლიან, რომ ემინემმა ამით შეურაცხყოფა მიაყენა იმ 22 ადამიანის ოჯახს, რომლებიც აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.

"I'm contemplating yelling "bombs away" on the game,

Like I'm outside of an Ariana Grande concert waiting", - რეპავს ემინემი ტრეკში.

განცხადებაში ემინემი ხალხს ეუბნება, რომ დღევანდელ სამყაროში მკვლელობა ძალიან ხშირი გახდა და თან თხოვნით მიმართავს, რომ სანამ ალბომის მოსმენის შემდეგ იარაღის ასაღებად ადგებიან, მანამდე მას მოუსმინონ.

"ეს ალბომი არ არის სუსტი გულის პატრონებისთვის. თუ თქვენ მარტივად მოწყვლადები და გაღიზიანებადები ხართ სისხლიანი მკლელობის დროს კივილის მოსმენაზე, ეს შესაძლოა თქვენთვის არ არის. [ალბომში] რამდენიმე რამ იმისთვის აირჩა, რომ შოკში ჩააგდოს ცნობიერება, რასაც შეიძლება პოზიტიური შედეგი ჰქონდეს. სამწუხაროდ, ჩვენ წყვდიადმა მოგვიცვა.

როგორც ხედავთ, მკვლელობა ამ შემთხვევაში არ არის ყოველთვის ზუსტი, არც სასიამოვნო. ამ ალბომისგან დაზარალებულებო, დაე მშვიდად დაისვენეთ. ყველა დანარჩენმა კი, გთხოვთ, შემდეგ ჯერზე უფრო დაკვირვებით მოისმინეთ ალბომი. ღამე მშვიდობისა!

ძალიან ღრმა სიმპატიით, ემინემი", - წერია განცხადებაში.

ემინემმა თავისი მე-11 ალბომი Music to Be Murdered By სრულიად მოულოდნელად და წინასწარი ანონსის გარეშე 17 იანვარს გამოუშვა.

მან ალბომში შესული ერთ-ერთი ტრეკის Godzilla-ს საშუალებით საკუთარი რეკორდიც გააუმჯოებსა - ტრეკის ბოლოს ის 30 წამში 229 სიტყვას იძახის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები