ლელო

ხაზარაძე: თბილისის თავკომბალობა უნდა დამთავრდეს

მამუკა ხაზარაძე
ლელო

"თბილისის თავკომბალობა უნდა დამთავრდეს," - ამის შესახებ "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" ქუთაისის რეგიონული ოფისის გახსნისას ისაუბრა. მისი თქმით, ქუთაისი მთელი რეგიონის ლოჯისტიკურ და ფინანსურ ცენტრად უნდა იქცეს.

"უნდა დავასრულოთ ის საბჭოური მენტალიტეტი, როდესაც თბილისი წყვეტს ქუთაისმა როგორ უნდა იცხოვროს, ჭიათურამ როგორ უნდა იცხოვროს, როცა თბილისი ეუბნება, რომ ესე თუ არ მოიქცევი ტრანსფერს არ მოგცემ ფულის, ეს უნდა დამთავრდეს. თბილისის თავმკომბალობა უნდა დამთავრდეს. ისე უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, სად ცხოვრობ: მთაში, ბარში, ქუთაისში, სამტრედიასა თუ ფოთში. შენ უნდა იყო შენი ქალაქის, სოფლის ბატონ-პატრონი," - თქვა ხაზარაძემ.

ხაზარაძე ამბობს, "ლელოს" მთავარი ამოცანა იქნება, რომ შექმნას სამუშაო ადგილები და ქუთაისიდან სამუშაოს წასული მოქალაქეები უკან დააბრუნოს. 

„ძალიან სამწუხაროა, რომ ქუთაისი დაცარიელებულია და აქ მცხოვრებთა უმეტესობა ქვეყნიდანაა გასული. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს ადამიანები დავაბრუნოთ უკან, დავძლიოთ უდიდესი გამოწვევა, შევქმნათ სამუშაო ადგილები და ეს ადამიანები დავაბრუნოთ უკან. შევქმნათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის - სამუშაო ადგილები. ჩვენ ვიცით, ეს როგორ კეთდება. შეგვიქმნია ათი ათასი სამუშაო ადგილი, რომელიც დღესაც ღირსეულად მუშაობს საქართველოს მასშტაბით," - ამბობს ხაზარაძე.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა მამალაძე იქნება.

კომენტარები