ხაბეიშვილის ცემა

"იმედია, მე არ დამაბრალებენ ამ ტურების და ლაჩრების ცემას" - ხაბეიშვილი გამოკითხვაზე მივიდა

0 კომენტარი

"იმედია მე არ დამაბრალებენ, ამ ტურების, სვავების და ლაჩრების ცემას, მოპარვით არაკაცურად, რომ გამისწორდნენ ფიზიკურად," - საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოკითხვაზე მივიდა. 

"გვაქვს ასეთი პრაქტიკა ჩვენ, გვინახავს სხვა ოპოზიციური ლიდერების შემთხვევაში, რომ იქეთ დააბრალეს თავდასხმა, შეიძლება ისიც მითხრან შენ თვითონ მიიყენე თვითდაზიანებაო," - ამბობს ხაბეიშვილი "მთავართან" საუბრისას.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ გამოძიების და რეაგირების იმედი არ აქვს, თუმცა ჩვენებას მაინც მისცემს. მისივე თქმით, ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო და კახა კალაძე არის დამკვეთი.

"კალაძეა თავად დამკვეთი, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო და შეთანხმებულია შს მინისტრთან და სხვა უწყებებთან. ერთი პოლიციელიც კი არ მოსულა, ეს იყო დაგეგმილი. ვაძლევ ჩვენებას, რომ ხვალ ზეგ ქვეყანაში ყველაფერი რომ შეიცვლება ამ ადამიანებმა პასუხი აგონ სამართლებრივად, თარაშ შურღაიასთან და ვიღაც მოკრიმინალო ტიპებთან ქუჩურ გარჩევას არ ვაპირებ," - ამბობს ხაბეიშვილი.

საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს ლევან ხაბეიშვილის ქართული ოცნების წევრებმა გუშინ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე სცემეს. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს. 

თარაშ შურღაიას მხრიდან ფიზიკური ძალადობის მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მიერ კავკასიის ეთერში გაკეთებული განცხადებები გახდა, როდესაც ენმ-ის დეპუტატი საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები