ხაბეიშვილის ცემა

ცინცაძე ხაბეიშვილის ცემაზე: ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მტკივნეული სიტყვიერი შეურაცხყოფაა

0 კომენტარი

"ოცნების" დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე საკრებულოს ენმ-ის წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ხაბეიშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა უსაფუძვლოდ მიაყენა და "ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მტკივნეული სიტყვიერი შეურაცხყოფაა". ცინცაძე ერთ-ერთია იმ დეპუტატებიდან, რომლებიც ხაბეიშვილის ცემაში მონაწილეობდნენ.

"შემიძლია ჩვენს საზოგადოებასთან ბოდიში მოვიხადო, მაგრამ რაც მან გააკეთა, ეს ძალიან ცუდი ფაქტია. გამოდის და იძახის, ამას ჩემი შვილები ტელევიზიით უყურებენო - ღმერთმა ძალიან კარგად უმყოფოს შვილები, მაგრამ ჩემი და ჩემი კოლეგების შვილებიც უყურებენ ტელევიზიით იმას, რომ გამოდის და ამბობს, არაკაცები არიანო, გვლანძღავს. ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მტკივნეული სიტყვიერი შეურაცხყოფაა",-თქვა ცინცაძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

ცინცაძის თქმით, ხაბეიშვილთან ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი არა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასზე გაკეთებული კომენტარი, არამედ "უსაფუძვლო, ტყუილზე აგებული სიტყვიერი შეურაცხყოფა" გახდა.  

ავთანდილ ცინცაძე ლევან ხაბეიშვილისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოკითხვაზე დღეს, 25 იანვარს მივიდა. გამოძება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ გამოძიებისა და რეაგირების იმედი არ აქვს. 

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია, თუმცა, ასევე მიუღებელია სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცილისწამება. ხაბეიშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა თბილისის ყოფილი მერი, დავით ნარმანიაც. მისი თქმით, "ოცნების" დეპუტატებს "მოთმინების ფიალა აევსოთ".

ლევან ხაბეიშვილის ქართული ოცნების წევრებმა გუშინ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე სცემეს. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები