სენატორის წერილი

მთავრობას წერილი სენატორებმა ვიკერმა და კარდინმაც გამოუგზავნეს

0 კომენტარი

ტაბულას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას წერილი ჰელსინკის კომისიის სენატორებმა, როჯერ ვიკერმა და ბენ კარდინიმ გამოუგზავნეს.

ტაბულა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, გიგა ბოკერიას დაუკავშირდა. მან ტაბულას უთხრა:

"წერილი, რომელზეც სავარაუდოდ სალომე სამადაშვილი საუბრობს, სენატორებს როჯერ ვიკერს და ბენ კარდინს ეკუთვნის. ისინი აკვირდებოდნენ საქართველოში არსებულ ვითარებას, ჰქონდათ შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, არ არის გამორიცხული, რომ მათ წერილით მიმართეს კიდეც საქართველოს ხელისუფლებას.

ხელისუფლება წერილს არ ასაჯაროებს. ჩვენი ინფორმაციით, სენატორები იხილავდნენ, რომ მოეხდინათ რეაგირება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სამარცხვინო საქციელია, თუ ეს წერილი არ გაასაჯაროვეს.

სენატიდან მოსალოდნელია კიდევ დამატებითი კომუნიკაცია, რადგან შეშფოთებამ მიაღწია სერიოზულ ზღვარს. სავარაუდოდ, დეკემბერში გამოუგზავნეს წერილი და არ გაასაჯაროვეს. სენატში, ზოგადად, ძალიან დიდი ინტერესი და შეშფოთებაა. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჰელსინკის კომისიის წევრიები ძალიან დიდ ინტერესს იჩენდნენ და რეაგირებას იხილავდნენ. სამარცხვინოა, თუ დასტურდება, რომ ეს წერილი მიიღო მთავრობამ და არ გაასაჯაროვა. უახლოეს მომავალში, შესაძლოა, რომ კიდევ იყოს მაღალი დონის რეაგირება სენატიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე", - განუცხადა ტაბულას ბოკერიამ.

დღეს დილით დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას გაასაჯაროოს ის წერილი, რომელიც მათ ამერიკის სენატისგან, ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღეს.

"მე მინდა მივმართო ახლა ბიძინა ივანიშვილს, გახარიას, წულუკიანს და ყველა ე.წ ამბოხებულ მაჟორიტარს, არჩევანი, რომლის წინაშეც დღეს თქვენ დგახართ არის ძალიან ნათელი და ეს არჩევანი არ არის წერილს და სიხარულს შორის, იმიტომ რომ წერილები უკვე ბევრი მიიღეთ, არცთუ სასიხარულო, არჩევანი არის, რომ თქვენ შემდეგ მოლაპარაკებებზე ოპოზიციასთან მოხვიდეთ იმ მზაობით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და გახდეს სრულად პროპორციული, როგორც ეს იყო დაპირებული, ან მოემზადოთ იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს თქვენ დატოვებთ, არა უბრალოდ როგორც დამარცხებული პოლიტიკოსები, არამედ როგორც ადამიანები, რომლებიც იქნებიან სანქცირებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის მიერ, რაც ნიშნავს თქვენი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, თქვენი საბანკო ანგარიშების და ქონების დაყადაღებას და ასევე შეზღუდვას თქვენი ოჯახის წევრებისთვის გადაადგილებაზე," - თქვა სალომე სამადაშვილმა. 

“ჰელსინკის კომისიის” კომიტეტი კონგრესის ორპარტიული კომიტეტია, რომელშიც სენატის და წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენები შედიან. ის 1975 წლის “ჰელსინკის შეთანხმების” შემდეგ შეიქმნა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობს და ასევე, მეთვალყურეობას უწევს შეერთებული შტატების პოლიტიკას “ჰელსინკის შეთანხმების” ხელმომწერ ქვეყნებში. 

----

განახლება: ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ სამადაშვილის მოწოდება არ შეასრულა, დეპუტატმა სენატორ ვიკერის წერილი 25 იანვარს, 21:00 საათზე გაასაჯაროვა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები