ავტოავარია

მაშველებმა ცხენისწყლის არხში გადავარდნილ მანქანაში მყოფი მესამე კაცის ცხედარიც იპოვეს

0 კომენტარი
ფოტო: flickr

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან მაშველებმა წყალსაცავის მიმდებარედ გადავარდნილ ავტომობილში მყოფი სამი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

უწყების ინფორმაციით, მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში 23 იანვარს შევიდა. მათივე ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა სამი მოქალაქე, არხში ჩავარდა და დინებამ წყალგამტარ გვირაბში შეიტანა.

საგანგებოს ცნობით, ადგილზე სამი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამაშველო ღონისძიებები. მაშველებმა პირველსავე დღეს იპოვეს ერთი გარდაცლილი მამაკაცის ცხედარი. მეორე დღეს მოხერხდა კიდევ ერთი გარდაცვლილი მოქალაქის პოვნა. საძიებო სამუშაოები კი, საბოლოოდ დღეს დასრულდა, როცა მაშველებმა ავტომობილში მყოფ მესამე მამაკაცის ცხედარს მიაკვლიეს.

"წყალსაცავის მიმდებარედ მუშაობდნენ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მაშველთა ჯგუფები. თბილისიდან შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა განსაკუთრებულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი შესაბამისი სპეც ტექნიკით. ოპერაციაში ჩართულები იყვნენ მყვინთავთა ჯგუფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის გამოყენებით აწარმოებდა ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს"- აცხადებენ უწყებაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები