მიწისძვრა

ჩრდილოეთ ოსეთში, საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ჩრდილოეთ ოსეთთან 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში, თბილისის დროით 01:01 საათზე დაფიქსირდა. 

ინფორმაცია ნგრევის და დაღუპულების შესახებ არ გავრცელებულა.

კომენტარები