კობი ბრაიანტი

"აკვიატება ბუნებრივია" - კობი ბრაიანტის 2017 წელს დაწერილი წერილი

კობი ბრაინტი
Getty Images

26 იანვარს კალაბასასში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი ჯიანა ბრაიანტი დაიღუპნენ.

2017 წელს კობი ბრაიანტმა წერილი დაწერა, სადაც აღწერა, როგორ ეპაექრებოდა ასევე ლეგენდარულ კალათბურთელს ალენ აივერსონს.

ლეიკერსის 8 ნომერი წერს, როგორ დამარცხდა თავდაპირველად აივერსონთან მეტოქეობისას, შემდეგ კი შრომის შედეგად ამ შედეგის შემოტრიალება შეძლო - საბოლოოდ კი ასე სათამაშო სტრატეგია ჩამოიყალიბა.

წაიკითხეთ წერილი სრულად:

"1996 წლის 12 ნოემბერს, ალენ აივერსონმა New York Knicks-ს 35 ქულა ჩაუგდო და საკუთარ მოედანზე მოუგო.

1996 წლის 12 ნოემბერს, მე ორი წუთით ვითამაშე და ორი ქულის ჩაგდება შევძელი ლეიკერსის გამარჯვებაში ჰიუსტონთან.

როდესაც სასტუმროს ოთახში მივედი იმავე საღამოს და 35 ქულა ვნახე, ჭკუა დავკარგე - გადავატრიალე მაგიდა, ვისროლე სკამები და გავტეხე ტელევიზორი.

მეგონა, რომ ბევრს ვმუშაობდი.

5 წუთი. 2 ქულა.

უფრო მეტი უნდა მემუშავა.

და ეს ვქენი.

1999 წლის 19 მარტს, აივერსონმა ფილადელფიაში თამაშისას ჩემ წინააღმდეგ 41 ქულა ჩააგდო და 10 გადაცემა გააკეთა.

უფრო მეტად მუშაობა საკმარისი არ აღმოჩნდა.

ეს კაცი მანიაკალურად უნდა შემესწავლა.

ყველა სტატია და წიგნი ალენ აივერსონის შესახებ აკვიატებულად წავიკითხე. ვნახე ყველა თამაში, რომელიც მას ჰქონდა ჩატარებული, კოლეჯის თამაშების ჩათვლით. მე შევისწავლე მისი ყველა წარმატება და ყველა ჩავარდნა. ვეძებდი ყველა სისუსტეს, რასაც ვიპოვიდი.

ამ პერიოდში შევისწავლე, როგორ ნადირობდნენ თეთრი ზვიგენები სელაპებზე სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე.

მოთმინება, დროის სწორად შერჩევა, კუთხეები.

2000 წლის 20 თებერვალს, ფილადელფიაში, ფილ ჯექსონმა მომცა დავალება, რომ მეორე ნახევარში ალენ აივერსონი პირადად მე ამეყვანა დაცვაზე. არავინ იცოდა რამდენს ნიშნავდა ჩემთვის ეს გამოწვევა.

მინდოდა მას ეგრძნო ის იმედგაცრუება, რაც მე ვიგრძენი.

მინდოდა ყველა, ვინც აივერსონის 41 ქულისა და 10 გადაცემის შემდეგ დამცინოდა, სიცილს დაეხრჩო.

ის საჯაროდ იტყოდა, რომ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ აჩერებდა მეორეს.

მე უარი ვთქვი ამის დაჯერებაზე.

50 ქულა ჩავაგდე.

შენ ნული ქულა ჩააგდე.

ეს არის ის, რისიც მჯერა.

როდესაც ალენ აივერსონის დაცვა დავიწყე, მას 16 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. თამაში 16 ქულით დაასრულა.

შურისძიება ტკბილი იყო.

არ ვიყავი აღტაცებული გამარჯვების შემდეგ. გაღიზიანებული ვიყავი, რომ მან თავი ასე მაგრძნობინა.

დავიფიცე, რომ ამ მომენტიდან ყველა თამაში სამკვდრო-სასიცოცხლო იქნებოდა. აღარავის ექნებოდა საშუალება ჩემს კონცენტრაციაზე ასეთი კონტროლი ჰქონოდა.

მე ავარჩევ სამიზნეს და ჩავკეტავ.

ავარჩევ, მოდის თუ არა შენი მიზნები მომავალი სეზონისთვის კომპრომისში იმასთან, სადაც მე მინდა 20 წელიწადში ყოფნა.

თუ არ მოდის, ბედნიერ ნადირობას გისურვებ. თუ მოდის...

მე შენზე აკვიატებულად ვინადირებ. ეს ბუნებრივია.", - წერდა კობი ბრაიანტი.

კომენტარები