GRAMMY 2020

GRAMMY 2020: ალიშა ქისმა და ბენდმა Boyz II Men კობი ბრაიანტის ხსოვნას პატივი სიმღერით მიაგეს

NY Times

გრემის 62-ე დაჯილდოების ცერემონიის წამყვანი ალიშა ქისი იყო. დაჯილდოებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას  ტრაგიკულად დაიღუპა. ქისმა და ბენდმა Boyz II Men ცერემონიაზე კალათბურთელს სიმღერა მიუძღვნეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. 

"აქ შევიკრიბეთ რომ აღვნიშნოთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური საღამო, თუმცა თქვენთან გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ახლა ყველანი გულგატეხილები ვართ, რადგან ცოტა ხნის წინ ლოს ანჯელესმა, ამერიკამ და მთლიანმა მსოფლიომ გმირი დაკარგა" თქვა მომღერალმა

კობი ბრაიანტი გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე არაერთხელ ახსენეს. 

კომენტარები