ავიაკატასტროფა

ავღანეთში ადგილობრივი ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

0 კომენტარი

ავღანეთში, დედაქალაქ ქაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ღაზნის პროვინციის ოლქ დეჰ იაკში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა ადგილობრივი დროით 13:10-ზე.

თავდაპირველად, გავრცელდა ცნობა, რომ თვითმფრინავი სახელმწიფო ავიაკომპანიას, Ariana Airlines-ს ეკუთვნოდა, რაც თავიდან უარყვეს, შემდეგ კი მთავრობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.

მათი თქმითვე, ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური მიზეზები გახდა.

ამ დროისათვის არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები