ჯეკ ნიკოლსონი კობი ბრაიანტზე

ჯეკ ნიკოლსონი კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გამოეხმაურა და მათი პირველი შეხვედრა გაიხსენა

0 კომენტარი

სამი ოსკარის მფლობელი მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი, რომელიც ლოს ანჯელესის ლეიკერსის ფანია, კალათბურთელის კობი ბრაიანტის ტრაგიკულ გარდაცვალებას გამოეხმაურა. 

"ჩემი რეაქცია ისეთივეა, როგორიც მთელი ლოს-ანჯელესის. ეს საშინელი სიახლეა, სულში სრულმა სიცარიელემ დაისადგურა...

მახსოვს კობი, როგორი არაჩვეულებრივი მოთამაშე იყო, მაგრამ იცით, როდესაც პირველად შევხვდით ერთმანეთს გადავწყვიტე, გავხუმრებოდი. ეს მედისონ-სქვერ-გარდენში მოხდა. კობის ბურთი გამოვართვი და ვკითხე, ხომ არ სურდა მისთვის ავტოგრაფი დამეტოვებინა. კობიმ ისე შემომხედა, თითქოს შეშლილი ვიყავი. 

ჩვენ მუდამ გავიხსენებთ მას და მოგვენატრება." თქვა ნიკოლსონმა. 

შეგახსენებთ, რომ ჯეკ ნიკოლსონი ბოლო წლებია ჯანმრთელობის პრობლემების გამო ხალხმრავალ ადგილებში არ ჩნდება და მისი ნახვა მხოლოდ ლოს ანჯელეს ლეიკერსის  თამაშებზეა შესაძლებელი. 

ფოტო: gettyimages

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები