GRAMMY 2020

ბილი აილიში გამოიჭირეს, როდესაც გრემის დაჯილდოებაზე ჩურჩულებდა, რომ გამარჯვება არ უნდა

0 კომენტარი

ბილი აილიში 2020 წლის გრემის დაჯილდოების ფავორიტი გახდა. მომღერალმა 4 მთავარი, ჯამში კი 5 ჯილდო დაიმსახურა. 

"ოღონდ მე არა, ოღონდ მე არა" ჩურჩულებდა 18 წლის მომღერალი, როდესაც მთელი დარბაზი წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში გამარჯვებულის სახელის გამოცხადებას ელოდა. აილიშმა საკუთარი სახელის გაგონებისას გულდაწყვეტილად შეიცხადა. 

მოგვიანებით, ჯილდოს მიღებისას, მომღერალმა აღნიშნა, რომ უნდოდა, ეს ჯილდო არიანა გრანდეს მიეღო. 

"გთხოვთ, დაბრძანდით. უნდა ვთქვა, რომ ამ ჯილდოს არიანა იმსახურებს. Thank You, Next არაჩვეულებრივი ალბომია და მიყვარხარ." თქვა აილიშმა სცენაზე ასვლის შემდეგ. 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები