კობი ბრაიანტი და დევიდ ბექჰემი

ბექჰემი კობი ბრაიანტის დაღუპვას გამოეხმაურა: სიტყვები ვერასდროს გადმოსცემს, რას ვგრძნობ

ცნობილი ფეხბურთელი დევით ბექჰემი ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტის ტრაგიკულ გარდაცვალებას გამოეხმაურა. 

ბექჰემმა ინსტაგრამზე ბრაიანტის ფოტოები გააზიარა და დაწერა:

"საათები დამჭირდა, რომ მომეფიქრებინა რა დამეწერა, მაგრამ ჩემი სიტყვები ვერასდროს გადმოსცემს რას ვგრძნობ ახლა, კობის ასე ტრაგიკულად დაკარგვის შემდეგ. ის იყო გამორჩეული სპორტსმენი, მეუღლე, მამა და მეგობარი. ამ სიტყვების დაწერა ძალიან რთულია და ამავდროულად მიწევს იმის გაცნობიერება, რომ მსოფლიომ არაჩვეულებრივი ადამიანი და მისი ულამაზესი და უნიჭიერესი შვილი ჯიანა დაკარგა და ეს ძალიან სევდიანია. ის მიღწევები, რომლებიც კობის ამ სპორტში ჰქონდა, ტკივილის მიუხედავად თამაშის დასრულება, ეს ყველაფერი შთამაგონებელია და გიბიძგებს, რომ უკეთეს ადამიანად იქცე. ზოგჯერ მარტო იმიტომ მივდიოდი თამაშის სანახავად, რომ როდესაც მატჩის დასრულებამდე 2 წუთი რჩებოდა, ვიცოდი, კობი რაღაც სასწაულს ჩაიდენდა. ის ყოველთვის საუბრობდა ვანესასა და მის  ულამაზეს გოგოებზე და ამბობდა რომ ამაყი მამა იყო. კობის  სიყვარული კალათბურთი და ოჯახი იყო. ის მომავალ თაობას იმ სპორტით დაკავებას შთააგონებდა, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. მისი მემკვიდრეობა არსებობას გააგრძელებს. ვლოცულობ და სიყვარულს  ვუგზავნი  ვანესას და მის გოგოებს, კობის კალათბურთის ოჯახს და, რა თქმა უნდა, მათ ვინც ოჯახის წევრები დაკარგეს გუშინდელი ტრაგედიის დროს..."

კომენტარები