თბილისის ქუჩები, რომლებსაც 28 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 28 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის, ენუქიძის, მებაღეობის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის და ბოხუას ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V, VI, VII და VIII მიკრორაიონების, თიანეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის, გაზის დასახლების, მაისურაძის, არსუკიძის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის, ლესელიძის, ბაბილოძის, გლდანულას, ინგუშეთის, ბელქანიას, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, სამხარაძის და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტყეკულტურის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ხვედელიანის და ჩაჩუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები