ცნობილი ადამიანები

ირინა შეიკი: ბრედლი კუპერის გარეშე ცხოვრება ახალი დასაწყისია

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი

ირინა შეიკმა, ბრიტანულ Vogue-სთან ახალ ინტერვიუში, ბრედლი კუპერთან დაშორების შემდეგ ცხოვრების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

წყვილი ერთმანეთს ოთხი წლის განმავლობაში ხვდებოდა და ორი წლის შვილი ჰყავთ. ისინი ერთმანეთს გასულ ზაფხულს დაშორდნენ.

"ვფიქრობ, ყველა კარგი ურთიერთობიდან ადამიანს მოაქვს საუკეთესო და ყველაზე ცუდი შეგრძნებები - ეს ადამიანის ბუნებაა. არ არის აუცილებელი ორი დიდებული ადამიანის ერთობა კარგი წყვილი იყოს", - თქვა ირინა შეიკმა.

გასულ წელს, ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ურთიერთობაში პრობლემების შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მსახიობმა ლედი გაგასთან ერთად Star is Born-ში ითამაშა. მაშინ ძალიან ბევრი ტაბლოიდი წერდა, რომ ისინი სინამდვილეში ერთად იყვნენ, თუმცა მოგვიანებით ეს ორივემ უარყო.

"იღბლიანები ვიყავით ერთად ყოფნა რომ გამოვცადეთ. ცხოვრება B-ის [ბრედლი კუპერი] გარეშე ახალი დასაწყისია", - თქვა ირინა შეიკმა.

34 წლის მოდელმა მარტოხელა დედობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბალანსის პოვნა უჭირს.

"ძნელია ბალანსის პოვნა მარტოხელა დედობასა და მშრომელ ქალს შორის. დამიჯერეთ, არსებობს დღეები, როდესაც ვიღვიძებ და არ ვიცი რა უნდა ვქნა, "ყველაფერი თავზე მენგრევა", - თქვა ირინა შეიკმა.

კომენტარები