რეი დოლბის სახელობის დარბაზში 2020 წლის ოსკარის დაჯილდოების ნომინანტები საერთო ფოტოს გადასაღებად და ცერემონიაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.
წელს, შეხვედრა წუთიერი დუმილით, კობი ბრაიანტის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, დაიწყო.
საღამოს ესწრებოდა ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი, კვენტინ დარანტინო, რენე ზელვეგერი, შარლიზ თერონი, გრეტა გერვიგი, ტოდ ფილიპსი - მთლიანობაში, 150-ზე მეტი ნომინანტი.
დაჯილდოების პროდიუსერებმა მოუწოდეს ნომინანტებს, არ დაავიწყდეთ ცერემონიის ქრონომეტრაჟი. გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ, მას 1 წუთი ექნება იმისთვის, რომ სცენაზე ავიდეს და წინასწარ მომზადებული სიტყვა წარმოთქვას.
წყარო