კომპანიამ Disney ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად თავისი მომავალი პროექტებისთვის ახალი პოსტერები გამოაქვეყნა.
ჩინეთის ბაზარი კინოინდუსტრიისთვის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი სივრცეა. ამიტომ, დისნეი ბევრი პროექტისთვის ჩინური თემატიკის პოსტერებს ყოველწლიურად ქმნის.
ამჯერად, პოსტერები მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა მარველის - Black Widow, პიქსარის -Soul, ანიმაციური ფილმის Mulan კინოადაპტაციას, რამდენიმე სხვა პროექტს და რაც მთავარია, ფილმს The New Mutants, რომელსაც მაყურებელი უკვე ძალიან დიდი ხანი ელის, ხოლო სურათს მუდამ სხვადასხვა პრობლემა ექმნება. როგორც ჩანს, ამჯერად ფილმი ეკრანებზე ნამდვილად გამოვა.