სექსუალური უმცირესობების უფლებები

ზურაბიშვილი: სექსუალური უმცირესობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ პროგრესი გვაქვს

0 კომენტარი
ფოტო: პრემიერმინისტრის პრესსამსახური

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ გერმანელმა პარლამენტარმა ფრენკ შვაბემ სალომე ზურაბიშვილ საქართველოში სექსუალური უმცირესობების უფლებების შესახებ ჰკითხა, თუ რა არის შესაძლებელი ამ მხრივ სიტუაციის გასაუმჯობესებლად და რისი გაკეთება შეუძლია პრეზიდენტს. პასუხად სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ამ საკითხს ზედმეტად არ უნდა გაესვას ხაზი და რომ ქვეყანაში "ცენტრალური დისკრიმინაცია" და ინდივიდუალური პრობლემები არ არის:

"არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ზედმეტად უნდა გამოვკვეთოთ. ჩემს ადმინისტრაციაში და სხვა ადმინისტრაციებში ცენტრალური დისკრიმინაცია არ არის. არ არის ინდივიდუალური პრობლემები. საქართველოში პრობლემა იქმნებოდა საჯარო დემონსტრაციებზე, რასაც საზოგადოების ზოგიერთი ნაწილი წახალისებად აღიქვამდა. ჩემი აზრით, უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სხვადასხვა ჯგუფებს და ზოგ ექსტრემისტულ ჯგუფს შორის ძალადობის პრევენციის მხრივ პროგრესი გვაქვს. ვფიქრობ, მომავალ თვეებსა და წლებში ამ მიმართულებით პროგრესი გაგრძელდება." თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის სექტემბერში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია გამოკითხულთა მხოლოდ 5%-ს, ხოლო მნიშვნელოვნად 22%-ს. 20%-ს ნეიტრალური განწყობა აქვს, ხოლო 19% მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოა. ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა სრულიად უმნიშვნელოდ მიაჩნია 25%-ს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები