სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ამ შემთხვევაში არავის ვპატიჟებ, მაგრამ ჩვენი პოზიცია ზუსტად ვიცი, რაც არის

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მის მიერ რუს დელეგატებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, ის "არავის პატიჟებდა" და პასუხი გასცა რუსეთის წარმომადგენელს, რომელმაც საქართველოს "სტუმართმოყვარეობა კითხვის ქვეშ დააყენა."

"მე ვპასუხობდი რუსეთის წარმომადგენლის კითხვას, რომელმაც კითხვის ქვეშ დააყენა ჩვენი სტუმართმოყვარეობა და ა.შ. იმ დროს, როცა რუსეთი თავის თავს საერთაშორისო სამართლის მიმართ ყველანაირი ვალდებულებისგან ითავისუფლებს. ეს პოზიცია არის ჩვენი პოზიცია საერთაშორისო სამართლის მიმართ",-თქვა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა პრეზიდენტის პოზიცია მმართველ გუნდთან შეთანხმებული, ზურაბიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:

"პოზიცია არის ჩვენი პოზიცია საერთაშორისო სამართლის მიმართ თქვენ ნუ ნათქმევინებთ იმას, რაც ჩემი როლი არაა. მე ამ შემთხვევაში არავის ვპატიჟებ, მაგრამ ჩვენი პოზიცია ზუსტად ვიცი, რაც არის." 

დღეს, 28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ზურაბიშვილმა რუს დეპუტატს, ლეონიდ კალაშნიკოვს უთხრა, რომ მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის საქართველო რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

კომენტარები