კობი ბრაიანტი

შაკილ ო'ნილი: კობი ბრაიანტის სიკვდილის შემდეგ არ მიძინია, არ მიჭამია

კობი ბრაიანტი და შაკილ ო'ნილი.
Getty Images

ლეგენდარულმა კალათბურთელმა შაკილ ო'ნილმა თავის პოდკასტში კობი ბრაიანტის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე ისაუბრა.

შაკილ ო'ნილის თქმით, კობი ბრაიანტის გარდაცვალების შემდეგ, მან თავის იმ მეგობრებს დაურეკა, ვისთანაც კონფლიქტი ჰქონდა და ყველაფერი მოაგვარა.

"გუშინ იმ ადამიანებს დავურეკე, ვისთანაც შეუსაბამობები მქონდა და ვუთხარი - "მომისმინე, მე შენ მიყვარხარ". ჩვენ არ გვისაუბრია ბევრი მობილურით, თუმცა ვისურვებდი ეს მექნა", - თქვა კალათბურთელმა.

მას არ დაუკონკრეტებია ვისზე ჰქონდა საუბარი.

"იცით, ჩვენ ერთნაირი ადამიანები ვართ, პირველ რიგში ოჯახი, შემდეგ ბიზნესი. მე ბევრი საუკეთესო მეგობარი მყავს, თუმცა მათთან მობილურზე ემოციურად არ ვსაუბრობ".

შაკილ ო'ნილისა და კობი ბრაიანტის ურთიერთობის შესახებ ყველასთვის ცნობილი იყო - ლეიკერსში ერთად თამაშის პერიოდში ისინი ერთმანეთს ეპაექრებოდნენ, თუმცა კალათბურთის მიღმა ერთმანეთის მეგობრები იყვნენ.

"არ მიძინია, არ მიჭამია [კობი ბრაიანტის სიკვდილის შემდეგ]. ჩანაწერებს ვუყურებ. ცუდად ვარ. ვიცი სულელი ადამიანები ჩემი და კობის ურთიერთობის გარჩევას დაიწყებენ, ჩვენ ძმებივით ურთიერთობა გვქონდა", - თქვა შაკილ ო'ნილმა.

ამასთან ერთად, კალათბურთელმა სურვილი გამოთქვა, რომ კობი ბრაიანტთან უფრო მეტი კომუნიკაცია ჰქონოდა და ყველაფერი, რასაც მის შესახებ ფიქრობდა, მანამდე ეთქვა.

"ვისურვებდი მასთან მეტი კომუნიკაცია მქონოდა. როდესაც ერთმანეთს ვნახულობდით სიყვარული და პატივისცემა ტრიალებდა. ის თავის შვილებზე ზრუნავდა და მე მის შვილ ჯიჯიზე [ჯიანა], რომელიც გასაოცარი კალათბურთელი იყო. ვისურვებდი ასე მას მანამდე დავლაპარაკებოდი. ეს არის და ეს, ყველაფერი რაც მოხდა, მოხდა", - თქვა შაკილ ო'ნილმა.

26 იანვარს, 41 წლის ლეგენდარული კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი ჯიანა ბრაიანტი კალაბასასში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპნენ.

კომენტარები