ბილ და მელინდა გეიტსის ფონდმა კორონავირუსთან საბრძოლველად $10 მილიონი გამოყო

www.dailytech.com

ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა კორონავირუსთან საბრძოლველად 10 მილიონი დოლარი გამოყო. ინფორმაცია ამის შესახებ ფონდის საიტზეა განთავსებული. 

ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოყოფილი თანხის ნაწილი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და ამისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობისთვის დაიხარჯება. გამოყოფილი 10 მილიონი დოლარიდან 5 მილიონი უშუალოდ ჩინეთში დაიხარჯება. 

ფონდის წარმომადგენლები უკვე აქტიურად მუშაობენ ჩინურ მხარესთან, როგორც სახელმწიფო სექტორთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. თანხა, ახალი შემთხვევების იდენტიფიცირებას, პაციენტების სათანადო იზოლაციასა და მკურნალობაზე დაიხარჯება. ასევე, თანხის ნაწილი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე იქნება მიმართული. 

პროექტი ჩინეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრთან პარტნიორობით განხორციელდება. ფონდი ჩინეთის მეცნიერებათა ფონდთან და სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციასთან ერთად იმუშავებს. 

გამოყოფილი თანხის მეორე ნახევარი კი აფრიკაში კორონავირუსის პრევენციაზე დაიხარჯება. თანხა ძირითადად საეჭვო შემთხვევების დიაგნოსტიკაზე იქნება მიმართული. ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი მსოფლიოს ერთერთი ყველა მსხვილი ქველმოქმედია. დაარსებიდან დღემდე ფონდმა ქველმოქმედებაზე 45 მილიარდი დოლარი გაიღო. 

ახალი კორონავირუსის ეპიცენტრი ცენტრალური ჩინეთის ქალაქი ვუხანია. ამ დროისთვის ქალაქში კარანტინია გამოცხადებულია. ჩინეთში ვირუსის ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 100 ადამიანი. 

ვირუსის შემთხვევები რამდენიმე აზიური ქვეყნის გარდა, დაფიქსირდა საფრანგეთში, გერმანიაში და აშშ-ში.

კომენტარები