მსოფლიო

არქიტექტურის 2019 წლის საუკეთესო ფოტოები

PEDRO LUIS AJURIAGUERRA SAIZ / CIOB19

გამოვლინდა ფოტოკონკურს "მშენებლობის ხელოვნების" გამარჯვებულები. ფოტოკონკურსის ორგანიზატორი დიდი ბრიტანეთის მშენებლობის ინსტიტუტია და იგი ყოველწლიურად იმართება. კონკურსის მიზანია, აღმოაჩინოს და ფართო საზოგადოებას გააცნოს კრეატიული არქიტექტურული გადაწყვეტილებები და მიგნებები. 

ათასობით ფოტოდან ორგანიზატორებმა 12 საუკეთესო ამოარჩიეს. კონკურსს ყოველწლიურად ორი გამარჯვებული ჰყავს, ერთს სპეციალური ჟიური ასახელებს, ხოლო მეორე გამარჯვებული ორგანიზაციის საიტზე გამართული ონლაინ ხმის მიცემით ვლინდება. 

ჟიურიმ გამარჯვებულად პედრო ლუის ახურიაგერ საისის ფოტო დაასახელა. ფოტოგრაფმა პრიზი ვალენსიის მეცნიერებათა ცენტრის შენობის ორიგინალური აღბეჭდვისთვის მიიღო. 


ფოტო: PEDRO LUIS AJURIAGUERRA SAIZ / CIOB19

ონლაინ გამოკითხვით გამარჯვებული ალექსანდრ ბორმოტინის ფოტო გახდა. ფოტოზე მოსკოვის მეტროს ერთ-ერთი სადგური "საველოვსკაია" არის აღბეჭდილი.


ფოტო: ALEXANDR BORMOTIN / CIOB19

გამარჯვებულების გარდა, ორგანიზატორებმა კიდევ ცხრა ფოტო გამოარჩიეს. 

ფოტო პორტუგალიის დედაქალაქში, ქუჩის ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული. 

ფოტო: JOSE PESSOA NETO / CIOB19

ფოტო გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგშია გადაღებული და ქალაქის ცენტრში არსებული ძველი და ახალი არქიტექტურული სტილების შერწყმას ასახავს. 


ფოტო: VOLKER SANDER / CIOB19

ფოტო ესპანეთში კალპეს სანაპიროზე მდებარე პოსტმოდერნულ სტილში აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსშია გადაღებული. 


ფოტო: AGNESE SANVITO / CIOB19

ფოტო მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი და მასზე ლონდონში ტემზის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის შენობაა აღბეჭდილი.


ფოტო: JONATHAN WALLAND / CIOB19

ფოტო პერუში წყნარი ოკეანის სანაპიროზეა გადაღებული. 


ფოტო: DAVID MARTIN HUAMANI BEDOYA / CIOB19

ფოტოზე ვროცლავის ნაციონალური მუსიკალური ფორუმის შენობის ზედხედია აღბეჭდილი, შენობა არქიტექტურული ეკონომეტრიის კარგ მაგალითს წარმოადგენს.


ფოტო: GRZEGORZ TATAR / CIOB19

პრაღის ძველ ნაწილში მდებარე მადონას სახლის სახელით ცნობილი შენობა 1911-1912 წლებში აშენდა. შენობის არქიტექტორი იოზეფ გოჩარი იყო, შენობა დღემდე კუბიზმის ერთ-ერთ შედევრად მიიჩნევა.

ფოტო: DEBDATTA CHAKRABORTY / CIOB19

ფოტოზე გამოსახულია აბუ დაბიში მდებარე ერთ-ერთი ცათამბჯენზე შუშის გაწმენდის სამუშაოები.


ფოტო: VOLKER SANDER / CIOB19

ფოტო აღმოსავლეთ სასექსის ერთ-ერთ პლიაჟზეა გადაღებულია და ასახულია წვიმის თავშესაფარი.


ფოტო: ADAM REGAN / CIOB19

ფოტო გადაღებულია რუსეთის პროვინციაში.


ფოტო: Pegova Olya

კომენტარები